04, სექტემბერი 2020 11:07:00
გურიაში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნატო ჯიბუტის თქმით, 21 წლის ქალი "დონას" კლასტერს მიეკუთვნება და საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, ისე იმყოფებოდა.
"ქალს ჰქონდა საეჭვო კლინიკური ნიშნები, ჩაუტარდა კვლევები და დაუდასტურდა COVID-19. ამჟამად, პაციენტი ბათუმშია გადაყვანილი. ახლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ინფიცირებულის კონტაქტების კვლევას აწარმოებს." - განაცხადა ჯიბუტმა.