09, სექტემბერი 2020 10:45:00
დღეის მდგომარეობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მარაგში, 198 ათას 611 PCR ტესტის სრული ნაკრები ირიცხება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 სექტემბრის მონაცემებით, ჯამში 1 060 000 PCR ტესტია შეძენილი, მათ შორის: უწყების ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის კორონავირუსის სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში, პროექტის დაწყების დღიდან შეძენილია 670 ათასი PCR ტესტი.
მიმდინარე კონტრაქტებით შეძენილია 390 ათასი ტესტი.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს,, 31 იანვრიდან დღემდე ლაბორატორიებში 421 ათას 695 PCR ტესტია გაკეთებული.