09, სექტემბერი 2020 12:40:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ზოგადად ჩაკეტვის პოლიტიკა, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, დღის წესრიგში აღარ დგას.
„დღეს მთელ მსოფლიოში ინფექციის მართვის პოლიტიკა არის ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკა. ერთის მხრივ სწრაფი იდენტიფიცირება, გამოვლენა, მათი სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსება ან იზოლირება, მართვა და მეორეს მხრივ, აუცილებლად ეკონომიური აქტივობების გაძლიერება, რამეთუ საჭიროა, რომ დოვლათი შეიქმნას“, - განაცხადა გამყრელიძემ.