09, სექტემბერი 2020 13:58:00
აჭარაში კორონავირუსის უფასო PCR ტესტირების ლოკაცია გაფართოვდა. არსებულ ათ ადგილს, ორი - ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაემატა. აქ მოქალაქეებს კვლევის ჩატარება სპეციალურ კარვებში შეუძლიათ.
აღნიშნულ კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი.
მოქალაქეებს ნიმუშის აღება 10:00 დან 17:00 საათამდე შემდეგ დაწესებულებებში შეუძლიათ: - N1 პოლიკლინიკა - N4 პოლიკლინიკა - საოჯახო მედიცინის ცენტრი, - თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი - ევექსის ბათუმის ამბულატორია.
ასევე დღეიდან, ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. ახალი კარავი განთავსდა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარვებში ტესტირება შესაძლებელია 11:00-დან 23:00 საათამდე.
უფასო ტესტირების ჩატარება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაში.
ტესტირებისთვის ქობულეთში კარავი ლოკალიზებულია გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე.