10, სექტემბერი 2020 14:19:00
დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყანაში PCR ტესტირების რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, 24 საათის კვლევების რაოდენობით, 9 ათასს გადავაჭარბეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებზე განაცხადა.
მისივე თქვით, 09:00 საათისთვის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 26 თებერვლის შემდეგ ყველაზე დიდი რიცხვია, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.