11, სექტემბერი 2020 12:41:00
''ხოზრევანიძის კლინიკაში'' COVID-19 ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუდასტურდა. ინფიცირებულს სიმპტომები არ ჰქონდა და ვირუსი გეგმიური PCR ტესტირებისას დაუდგინდა. ამ დროისთვის კლინიკა დაკეტილია და მუშაობას მაშინ განააცლებს, როცა ყველა კონტაქტირებული პირი გამოვლინდება და ტესტირება ჩატარდება.
შენობაში შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს და შაბათ-კვირას სამედიცინო დაწესებულების დეზინფექცია მოხდება.