11, სექტემბერი 2020 15:16:00
სასწავლო პროცესი კიდევ რამდენიმე ქალაქში გადაიდო - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, პროცესი დიდ ქალაქებში 1 ოქტომბერს განახლდება. ეს ქალაქებია: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ქობულეთი და ბათუმი.
პრემიერის თქმით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება პრიველ ოქტომბერს განახლდება.