ბუნებრივი კატასტროფების რისკებისა და საფრთხეების მატებასთან ერთად, მსოფლიოში გაიზარდა იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც იძულებულები არიან დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები და ადგილსამყოფელი სტიქიური ზემოქმედების შედეგად მიყენებული ზიანისა თუ ზარალის შედეგად. ეკომიგრაცია, ყველა ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამ სახელმწიფოების რიცხვს საქართველოც შეუერთდა. ამის მიუხედავად, ჩვენ არ გაგვაჩნია საკითხის გადასაჭრელად მიმართული ორგანიზებული მიდგომა. პრობლემის მოგვარებას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად იცვლება მიდგომები ეკომიგრაციის პრობლემების მიმართ. იქედან გამომდინარე, რომ რეგიონში ყველაზე პრობლემური ამ მხრივ მაღალმთიანი აჭარაა, ჩვენ გადავწყვიტეთ, წინასაარჩევნო პერიოდში დავაკვირდეთ ეკომიგრაციის პოლიტიკას და მის მართვას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამებში.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რიცხვი თანდათან იზრდება. ზვავის, მიწისძვრისა და სხვა გეოლოგიური პრობლემების გამო, ბევრი სახლი დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია. ამიტომ სოფლები მოსახლეობისგან ნელ-ნელა იცლება.
ვის რა გეგმა აქვს ეკომიგრანტებთან მიმართებაში და როგორ ხედავენ მაჟორიტარობის კანდიდატები სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების პრობლემის გადაჭრის გზებს? მმართველი გუნდიდან ანზორ ბოლქვაძეს დავუკავშირდით. ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარლამენტში კარგად იცის, რომ ერთჯერადად, 25 ათას ლარიანი დახმარება საკმარისი არ არის, თუმცა რამდენით გაიზრდება ეს თანხა ან რამდენი ეკომიგრანტის დახმარებას შეძლებს გამარჯვების შემთხვევაში - კონკრეტიკა უჭირს. ამის მიზეზად საარჩევნო პერიოდს ასახელებს. როგორც აღმოჩნდა მაჟორიტარობის კანდიდატს ბიუჯეტის გაწერაში ხელი არჩევნებზე ფიქრმა შეუშალა.
მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ეკომიგრაცია რომ არის, იციან „ნაციონალურ მოძრაობაში“. ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარლამენტში გვითხრა, რომ საკითხის გადაჭრის გზებზე ნაფიქრი აქვთ და დააახლოებით, 2 წლის განმავლობაში 500-მდე ეკომიგრანტის დაკმაყოფილებას შეძლებენ. რა თანხის მობილიზება მოხდება ამისთვის? მიშა ბოლქვაძემ კონკრეტული ციფრები არ დაგვისახელა:
მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლების ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის განსხვავებული გზა აქვს „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მაღალმთიან აჭარაში. ჯამბულ ხოზრევანიძე ამბობს, რომ საკითხი კომპლექსურ მიდგომებს საჭიროებს და გარდა ერთჯერადი ფინანსური დახმარებისა ეკომიგრანტებს მიწით სარგებლობის საშუალება უნდა მიეცეს. გამარჯვების შემთხვევაში 25 ათას ლარიანი დახმარების 25 ათას დოლარამდე გაზრდის გარანტიას იძლევა.
თითქმის იდენტური პოზიცია აქვს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტში მაღალმთიანი აჭარიდან. ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ პრობლემის გადაჭრა დიდი ფინანსური რესურსების გარეშეც შესაძლებელია. კონკრეტული ვადების დასახელება უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში თანამოქალაქეების ხმის დაცვის გარანტი იქნება.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, „დემოკრატიის ინტიტუტის“ მიერ 2016 წელს მომზადებულ ანგარიშში, წერია, რომ:
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. უწყებამ ამ დროის განმავლობაში 466 უძრავი ქონება შეიძინა. თითო ბენეფიციარისთვის 25 ათასი ლარი გამოიყოფა. საჩუქრად გადაცემული ბინების რაოდენობა , კი ციფრებში ასე გამოიყურება:
ბეგრაუნდი :
2016 წელი: 61 ოჯახი - ბათუმის ტერიტორიაზე - 11, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 50
2017 წელი: 169 ოჯახი- ბათუმის ტერიტორიაზე- 68 ოჯახი , ქობულეთში - 4 , ხელვაჩაურში- 23 , ქედა- 2 ოჯახი,ხულო- 72
2018 წელი: 209 ოჯახი,ბათუმის ტერიტორიაზე
2019 წელი : 25 ოჯახი- ბათუმში - 13 ,ქობულეთში - 12
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქვეყანაში დღეის მდგომარეობით, ოფიციალურად რეგისტრირებული 6 ათასზე მეტი ეკომიგრანტია.