15, სექტემბერი 2020 17:59:00
ხმაური, სიტყვიერი დაპირისპირება და გადაკეტილი სატრანსპორტო მოძრაობა. ქობულეთში საპროტესტო აქციების ტალღა არ წყდება. „ქართული ოცნების“ შტაბთან საოჯახო სასტუმროს მფლობელები უკვე მეშვიდედ შეიკრიბნენ. მათ სესხების პროცენტის სუბსიდირება და გადავადება მოითხოვეს. შეკრებილებს მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. მირიან ქათამაძე სასტუმროს მფლობელებს საბანკო სექტორთან შუამდგომლობას დაჰპირდა.
პანდემიის მიზეზით შემუშავებული სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმა რომ საკმარისი არ აღმოჩნდა, დღეს აქციით კიდევ ერთხელ დადასტურდა. ხელისუფლებას, ადამიანები ისევ სთხოვენ შუამდგომლობას საბანკო სექტორთან, გადაუვადდეთ კრედიტები და მოახდინონ პროცენტის სუბსიდირება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დახმარების მისაღებად, მსესხებლების უმეტესობამ კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა და რომ სახელმწიფო, ტურიზმის სექტორში ჩართული ადამიანების მხოლოდ 10 პროცენტს დაეხმარა.
მოსახლეობას მხარდაჭრა გამოუცხადა უფლებადამველმა - თამაზ ბაკურიძემ. აქციაზე მივიდა პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნა"-ს ხელმძღვანელი დავით ჭიჭინაძეც.
ჭიჭნაძე და ბაკურიძე.
საპროტესტო აქციაზე გასულ მსახლეობასთან მივიდა ქობულეთის მერიც. მირიან ქათამაძე დახმარებას დაჰპირდა, თუმცა კონკრეტული წინადადებები არ მათთვის არ წარუდგენია.
მოქაქეები პრობლემების დაუკმაყოფილებლობის შემთხევვაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის მერიასთან კარვებს გაშლიან და შიმშილს დაიწყებენ.