15, სექტემბერი 2020 17:31:00
2020-2021 სასწავლო წელი, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დღეიდან დაიწყო. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდა. შეგახსენებთ, საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, პროცესი საკლასო ოთახებში პირველ ოქტომბერს გაგრძელდება.