15, სექტემბერი 2020 17:33:00
სტუდენტების აქცია პერფორმანსი საქართველოს განათლების სამინისტროსთან. ახალგაზრდები დისტანციურად სწავლის მოდელს ეწინააღდეგებიან. უწყების შენობასთან დღეს, ახალგაზრდებთან ერთად დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატიც იმყოფებოდა. ანა დოლიძემ, სამინისტროს, ძველი პორტატული კომპიუტერი გადასცა და განმარტას, რომ უწყების მიდგომები სწორედ პერსონალური კომპიუტერის მსგავსადაა მოძველებული. დოლიძის თქმითვე, სწავლების დისტანციური ფორმა მიუღებელია, რადგან მასწავლებელთა დიდ ნაწილს კომპიუტერები არ აქვს.