15, სექტემბერი 2020 17:35:00
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში დაგეგმილი ეროვნული ჩემპიონატი გადაიდო. მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ეპიდ-ვითარებაა. შეჯიბრება გადავადდა ნოემბრის პირველ დეკადამდე. "კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან გაგრძელდება და შეჯიბრის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით" - აღნიშნულია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.