16, სექტემბერი 2020 10:30:00
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი მეუღლის, ინგა ბიბიჩაძის ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კლინიკაში გამთენიისას მოათავსეს. ის კლინიკა „ელჯი“-ში იმყოფება.
მედიკოსებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.