18, სექტემბერი 2020 21:45:00
ახლა კი უნდა გაგიზიაროთ ამბავი 3 წევრიანი ჩუგოშვილების ოჯახზე, რომელთაც ყოველდღიურობასთან ბრძოლა მცირე შემოსავლით უწევთ. ეს კი ყოველთვიურად 300 ლარიანი სოციალური დახმარება, რომელიც დღეში დააახლოებით 10 ლარს უდრის. უკიდურესად გაჭირვებულები ნაქირავებ სახლში ცხოვრობენ, არ აქვთ სამსახური და ვერ იხდიან კომუნალურებს. უიმედოდ დარჩენილების პრობლემები ნინია მესხიძემ მოისმინა
შენობას, რომელშიც რიმა ჩუგოშვილი ცხოვრობს, სახლს მხოლოდ პირობითად თუ უწოდებ. იგი ამ ტერიტორიაზე ერთი თვის წინ დასახლდა. საცხოვრისს არც ჭერი აქვს მრთელი, არც კედლები და არც იატაკი. არსებობს საფრთხე იმისა, რომ უამინდობისას წყალმა შიგნითაც შეაღწიოს. სწორედ ამ შიშით იწყება ყოველი დღე ჩუგოშვილების ოჯახში.
ჩუგოშვილებს სოციალური დახმარებით ბინის ქირასა და კომუნალურებს იხდიან. ოჯახის ერთ წევრს ჯანმრთელობის პრობლემების აქვს, რის გამოც ხშირად ვერ მუშაობს. უმუშევარია თავად რიმაც.
ჩუგოშვილების კიდევ ერთი პრობლემა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე შვილია, რომელსაც მედიკამენტები ყოველდღიურად ესაჭიროება. ოჯახს კი შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვს. შესაბამისად, მოზარდი მკურნალობის კურსს ვერ ასრულებს და მისი მდგომარეობა მძიმდება.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის 105 ნომერში მცხოვრებლები ხელისუფლებას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას სთხოვენ, რათა ერთ დღეს ღია ცის ქვეშ არ აღმოჩდნენ და არსებული თანხა ქირის ნაცვლად, შვილის მკურნალობას მოახმარონ.