21, სექტემბერი 2020 11:19:00
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი მე-20 პაციენტი 60 წლის ასაკის ქალია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ სამ პაციენტთან ერთად გადმოიყვანეს და ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მისივე განმარტებით, პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.
„დაგვემატა ერთი გარდაცვლილიდა გახდა 20. ეს პაციენტი არის აფხაზეთიდან გადმოყვანილი. მასთან ერთად გადმოყვანილი იყო კიდევ სამი, სულ ოთხი კრიტიკულად მძიმე პაციენტები. სამწუხაროდ, 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.