23, სექტემბერი 2020 11:01:00
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ამოსაცნობად გაწვრთნილ ძაღლებს გამოიყენებენ.
საცდელი პროექტი ჰელსინკის აეროპორტში გუშინ დაიწყო. პროცესში ჯერჯერობით 16 ძაღლია ჩართული.
მსგავსი გადაწყვეტილება აეროპორტმა ჰელსინკის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის კვლევის შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც გაწვრთნილ ძაღლებს 100%-იანი სიზუსტით შეუძლიათ ამოიცნონ, არის თუ არა ადამიანი ახალი კორონავირუსით ინფიცირებული.
აეროპორტში მგზავრებსა და ძაღლებს პირდაპირი შეხება არ ექნებათ. ადამიანები ტესტის საშუალებით კანიდან ნიმუშს აიღებენ, რომელსაც შემდეგ ძაღლები დასუნავენ. კვლევის მიხედვით, მათ ახალი კორონავირუსის გამოსავლენად უფრო მცირე ნიმუშები ჭირდებათ, ვიდრე PCR ტესტებს.
"საცდელი პროექტი 22 სექტემბრიდან დაიწყება. ეს უნიკალური შემთხვევაა და მსოფლიოში პირველი". - თქვა ჰელსინკის აეროპორტის წარმომადგენელმა.
წყარო: ტაბულა