23, სექტემბერი 2020 12:32:00
საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელსა და ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ ფახთაქორის მწვრთნელ შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკური მედია tribuna.uz ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ქართველი სპეციალისტი ახლა იზოლირებული იქნება და სავარაუდოდ, ვერ შეძლებს გუნდის ხელმძღვანელობას "შაჰრი ჰუდრუსთან" მატჩში.
ცნობისთვის, "პახტაკორსა" და "შაჰრი ჰუდრუს" შორის მატჩი ხვალ, 23 სექტემბერს გაიმართება.