25, სექტემბერი 2020 18:01:00
,,ლელო საქართველოსთვის’’ აჭარის ორგანიზაციის მიმართვა საქართველოს პროკურატურას. მოითხოვენ, ქობულეთის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ -გამომძიებლების უფროსის, ირაკლი შაქარაშვილის მიმართ გამოძიება დაიწყოს. პარტიაში ამტკიცენებ, რომ შაქარაშვილი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება ადვოკატ მერი ცინარიძეს და ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში. განმარტავენ, რომ წარსულში ცინარიძე პოლიციელის ოჯახური ძალადობის ფაქტის მოწმე იყო, რის გამოც ძალოვანს შურისძიება ამოძრავებს. საკითხზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.