25, სექტემბერი 2020 18:03:00
,,გენრი გისმენთ’’ - ბანერი ბათუმის ქუჩებში უკვე გამოჩნდა. პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერების მსგავსად, საარჩევნო ბანერზე საკუთარი მობილური ნომერი განათავსა "მოქალქეების" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში. ამბობს, რომ ამ ფორმით, თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა გაუზიაროს თავისი აზრი და ღიად ისაუბრონ მასთან არსებულ პრობლემებზე. კამპანია „ალეკო გისმენთ“ ალეკო ელისაშვილმა 10 დღის წინ დედაქალაქში წამოიწყო.