28, სექტემბერი 2020 18:30:00
საკონდიტრო "დონა" მუშაობის განახლებას 5 ოქტომბრიდან აპირებს. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საკონდიდტროს ადმინსიტრაციამ გაავრცელა. "5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ - თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, შევხვდებით 5 ოქტომბერს, ჩვეულ დროს, ჩვეულ ადგილას" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.