16, ივნისი 2017 17:14:00
აჭარის რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ ზურაბ დოლიძე დაინიშნა. ახალი პრეზიდენტის არჩევას ფედერაციის წევრები აპროტესტებენ. მიზეზად კი საქართველოს რაგბის კავშირის უხეშ ჩარევას ასახელებენ. როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლები გვეუბნებიან, ახალი პრეზიდენტის დანიშვნა მათ სოციალური ქსელით გაიგეს და აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. აჭარის რაგბის კავშირის პრეზიდენტის თაბამდებობაზე დოლიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩავლეიშვილი ჩაანაცვლა. ჩავლეიშვილი აჭარის რაგბის კავშირის პრეზიდენტად 2013 წელს დაინიშნა.