01, ოქტომბერი 2020 12:53:00
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია.
„სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია, კლინიკაში კიდევ გვაქვს 70-მდე თავისუფალი ადგილი, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებას 20 საწოლი დაემატა და ინტენსიური თერაპიის კუთხით, შეგვიძლია, ერთდროულად 45 პაციენტს ვუმკურნალოთ“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
რაც შეეხება აჭარაში ბოლო 24 საათის სტატისტიკას, გარდაიცვალა ერთი, გამოჯანმრთელდა 194, ხოლო დაინფიცირდა 241 ადამიანი.
ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ახალი პროტოკოლით რეგიონში სულ 1 300-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2 100-ს აჭარბებს. მათგან 515 სტაციონარში, 900-მდე კოვიდ-სასტუმროებში, 700-ზე მეტი კი ბინაზე მკურნალობს.