07, ოქტომბერი 2020 17:15:00
საცდელი ონლაინ ტესტირება მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეებისთვის. ისინი ტესტურ დავალებებს ელექტრონულად შეასრულებენ და შედეგებსაც ონლაინ მიიღებენ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ელექტრონული ტესტირება 12-16 ოქტომბერს ჩატარდება. NAEC. GE-ზე წერია, რომ ინიციატივაში მონაწილეობის სურვილი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 300-მდე სკოლამ გამოთქვა. მათგან, ამ ეტაპზე, პილოტირების პროცესში 100-მდე სკოლა ჩაერთვება, საცდელ ტესტირებაში მონაწილეობას კი 2 ათასზე მეტი მოსწავლე მიიღებს. პროგრამა პროექტის - „შეფასება განვითარებისთვის“ ფარგლებში განხორციელდება.