16, ოქტომბერი 2020 18:30:00
აჭარაში კორონავირუსის შემთხვევებმა ისევ მოიმატა. ბოლო 24 საათში, ვირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში კოვიდკლინიკებში მკურნალობას 567 პაციენტი გადის, მათგან 15 არასრულწლოვანი და 26 ორსულია, რეანიმაციაში კი ვირუსს 55 პაციენტი ებრძვის. კორონავირუსმა, აჭარაში კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, გარდაცვლილებიდან ერთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეორე კი სამედიცინო ცენტრ ,,ბიემსში" მკურნალობდნენ. მსუბუქი ფორმებით ბინაზე 1200 ინიცირებული პირი მკურნალობს.