16, ოქტომბერი 2020 21:59:00
მიმდინარე კვირის განმავლობაში რეგიონი საპროტესტო აქციების ეპიცენტრი იყო. ადამიანები რამდენიმე მოთხოვნით, ქუჩაში ამ წუთებშიც დგანან. კვირის ბოლოს კი მასშტაბურ გამოსვლას გეგმავს ე.წ ოცნების ქალაქი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქართული ოცნების წინააღმდეგ. რა სათქმელი დაუგროვდათ თვითნებურად შესახლებულებს?
ეს ერთ-ერთი პრობლემაა, რომლის გამოც იგი 18 ოქტომბრისთვის დაანონსებულ აქციაზე უნდა გავიდეს. მასშტაბური საპროტესტო აქცია „ოცნების ქალქმა“ წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულად დაგეგმა. ფიქრობენ, რომ ადამიანებს პრობლემების გადასაჭრელად შანსი მხოლოდ არჩევნების წინ ეძლევათ.
ვიდრე საცხოვრებელბით დაკმაყოფილდებიან, თვითნებურად ჩასახლებული ასობით ოჯახი კატეგორიულად ითხოვს დასახლებაში ინფრასტრუქტურის გამართვას.
იმის გამო, რომ დასახლებაში არც გამართული წყალომომარაგების სისტემა აქვთ, სასმელ წყალს, კუსტარულად მოწყობილი ჭაბურღილებით იღებენ, თუმცა წვიმიან ამინდში ვერც ამას ახერხებენ.
ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლების მოთხოვნებს შორისაა მიწისქვეშა კომუნიკაციის გამართვაც.
18 ოქტომბრისთვის დაანონსებული საპროტესტო აქცია, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან 16 საათზე დაიწყება.