21, ოქტომბერი 2020 16:21:00
აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. გასული 24 საათის განმავლობაში, ვირუსის 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა კიდეევ 7 ადამიანი. აქედან 4 სამედიცინო ცენტრ ,, ბიემს’’-ში მკურნალობდა, ხოლო 3 რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მათ ჰქონდათ სხვა თანმდევი დაავადებებიც. Covid- კლინიკებში მკურნალობას 637 პაციენტი აგრძელებს, ბინაზე 1700-ზე მეტი პირი მკურნალობს. ვირუსი დაამარცხა 301-მა ადამიანმა.