21, ოქტომბერი 2020 16:23:00
რამდენად არის დაცული კოვიდრეგულაციები აგრარულ ბაზრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე - მონიტორინგს საპატრულო პოლიცია ახორციელებს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყებაში მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.