21, ოქტომბერი 2020 09:41:00
ზუსტად 10 დღეში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია. პოლიტიკური პარტიები კი მაქსიმალურად ცდილობენ დარჩენილი დრო მოსახლეობასთან შეხვედრისთვის გამოიყენონ, გააცნონ მათი წინასაარჩევნო პროგრამები, მოისმინონ ადგილობრივთა პრობლემები და გასცენ დაპირებები. მმართველ გუნდთან ერთად, შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებებს არც ოპოზიცია აწვდის. მიზეზი ერთია - პოლიტიკური გაერთიანებები კრიტიკულ კითხვებს გაურბიან.