22, ოქტომბერი 2020 16:58:00
აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. გასული 24 საათის განმავლობაში, ვირუსის 389 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა კიდეევ 5 ადამიანი. აქედან 3 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, 1 ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“, ერთიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. მათ ჰქონდათ სხვა თანმდევი დაავადებებიც. Covid- კლინიკებში მკურნალობას 646 პირი აგრძელებს, მძიმედაა 79 ადამიანი. მართვით სუნთქვაზე ამჟამად 12 პაციენტია.