28, ოქტომბერი 2020 17:00:00
2021 წლის აჭარის ბიუჯეტი, წინასწარი მონაცემით 301 მილიონი ლარი იქნება. პრიორიტეტად, ისევ ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა რჩება. ბიუჯეტის პროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. დარგობრივი კომიტეტები დოკუმენტზე 19 ნოემბრამდე იმსჯელებენ. საბოლოოდ კი ახალი წლის ბიუჯეტი წლის ბოლოსთვის, ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. დღესვე ბიოროს სხდომაზე, მიმდინარე წლის, სამი კვარტლის ანგარიშიც განიხილეს და სესიაზე გასატანად მოამზადეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს მეოთხე მოწვევის დეპუტატებმა, დღეს ბიუროს ბოლო სხოდამა ჩაატარეს.