29, ოქტომბერი 2020 16:47:00
ბათუმში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი ტექნოპარკი გახსნა. პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ბათუმის ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია. ლაბორატორიის სპეციალისტები, დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში დაეხმარება. ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს და საერთო სამუშაო სივრცეს სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის“, სადაც ასევე შესაძლებელია, გარკვეული პირობებით სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად.