29, ოქტომბერი 2020 16:59:00
„ქართული ოცნება“ უკვე ღიად ადასტურებს, რომ ჟურნალისტებს ფარულად უსმენს. განცხადება დღეს ირაკლი კობახიძემ გააკეთა, როცა მან საჯაროდ გამოიტანა "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის დეტალები. კობახიძე ამტკიცებს, რომ სატელეფონო საუბრისას, ნატო გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზედაც ჟურნალისტმა კონკრეტული ინფორმაცია მიიღო.