30, ოქტომბერი 2020 15:52:00
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან. შეთანხმებას ხელი, დღეს „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მოაწერეს. როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომ ოპოზიცია ერთად უნდა იყოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.