30, ოქტომბერი 2020 15:56:00
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხზე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე 50 საარჩევნო სუბიექტიდან, პირველი იანვრიდან 15 ოქტომბრამდე შემოწირულება 29 სუბიექტმა მიიღო. თანხამ, ჯამში 35 მილიონ 376 ათას 394 ლარი შეადგინა, აქედან მმართველ პარტიას „17 მილიონ 086ათას 626 ლარი შესწირეს, პარტიას „ლელო საქართველოსათვის“ – 5მილიონ 075ათას 844 ლარი, ხოლო საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-მ ჯამურად 3მილიონ 735ატას 583 ლარი მოიზიდა. შემოწირულებების 98% ფიზიკური პირების მიერ, 2 % კი – იურიდიული პირების მიერ გადარიცხული თანხებია.