04, ნოემბერი 2020 17:15:00
"ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ინიციატივა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ეკუთვნის. ბრძანება, ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ორ ნოემბერს დაწერა. აჭარაში ნაქარგობა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა. ქარგვის ტრადიციები, აჭარაში, ძველიდან მომდინარე ზოგადქართული ტრადიციული კულტურის განუყოფელი ნაწილია.