17, ნოემბერი 2020 10:20:00
ქობულეთში, დედამ შვილი საწოლში გარდაცვლილი ნახა - ამის შესახებ ინფორმაცია TV25.GE ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა. შემთხვევა ახალსოფლის დასახლებაში მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია გარდაცვალების მიზეზი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ 116-ე სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო.