18, ნოემბერი 2020 12:02:00
პირბადის ტარების დროს შეიძლება განვითარდეს ალერგიული დერმატიტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირბადე არ უნდა ვატაროთ.
„პირბადის შიგნით მაკიაჟის ტარება კლინიცისტებისა და ექიმების მხრიდან რეკომენდებული არ არის, რადგან შესაძლებელია ამან უფრო გაამწვავოს ის სურათი, რაც რეალურად შეიძლება მივიღოთ.
თუ ადამიანს შეუძლია, რომ პირბადის ქვეშ მაკიაჟი არ ატაროს - ეს უკეთესია. უმჯობესია, თუ პირბადის შიდა ფენა იქნება ბამბის და არ უნდა გავიკეთოთ ისეთი პირბადე, რომელიც შედგება ნეილონისგან. კოტონი, ბამბა უფრო მეტად დაიცავს კანს გაღიზიანებისგან.
ყველა ადამიანმა დღის განმავლობაში სახე მინიმუმ ორჯერ უნდა დაიბანოს.
დასაბანი საშუალება უნდა იყოს მსუბუქი და გამშრალების შემდეგ სახე აუცილებლად უნდა დავიტენიანოთ