21, ნოემბერი 2020 17:45:00
კოვიდინფიცირებულები ხმას გადასატანი ყუთით აძლევენ. სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ პირებთან საგანგებოდ შექმნილი უბნებიდან მივლენ. ცესკოს ინფორმაციით, აჭარაში ასეთი სულ 20 უბანია, მათგან 16 ბათუმში, ხოლო 4 მაღალმთიანი აჭარის ოლქში. კენჭისყრაში მონაწილეობის მსურველებისთის, სპეციალური სიებიც შეიქმნა, რომელშიც სულ 4 ათას 095 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.