21, ნოემბერი 2020 21:45:00
20-20-ის არჩევნების მეორე ტური ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო იყო. კენჭისყრა ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა და მასში ოპოზიცია არ მონაწილეობდა. განსხვავებით პირველი ტურისგან, ამომრჩევლის აქტივობა დღეს დაბალი იყო. კენჭისყრა 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მოქალაქეები, არჩევანს, 31 ოქტომბერს, საუკეთესო შედეგის მქონე ორი პოლიტიკური სუბიექტის კანდიდატებს შორის აკეთებდნენ. ცესკოს მონაცემების მიხედვით, საკუთარი არჩევანი 12 საათისთვის, მოსახლეობის 8.29 პროცენტმა გააკეთა. ჯამში, ქვეყანაში რეგისტრირებულია 2 მილიონ 140 ათას 210 ამომრჩეველი. რაც შეეხება აჭარას. 3 საათის მონაცემებით ხმა 18.73 პროცენტმა მისცა. ეს კი ჯამში 45 ათას 681 მოქალაქეა.