23, ნოემბერი 2020 21:20:00
60%-დან 30 %-მდე შემცირებული ამომრჩეველთა აქტივობა პირველ და მეორე ტურს შორის. აჭარაში 21 ნომებერს, 112 ათას 383-ით ნაკლები ადამიანი მივიდა ხმის მისაცემად, ვიდრე 31 ოქტომბერს. ოპოზიცია იმავე დღეს ამბობდა, რომ მათი მონაწილეობის გარეშე, სწორედ მეორე ტურმა აჩვენა, ვინ უჭერდა და ვინ არა მხარს "ქართულ ოცნებას". ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მონაწილეობის გარეშე ცატარებული კენჭისყრის შედეგები, დღეს მმართველ გუნდა შევაფასებინეთ.
31 ოქტომბრის არჩევნებზე, მოსახლეობის აქტივობა 20 საათის მონაცემებით, ასე გამოიყურებოდა: ქვეყნის მასშტაბით, საკუთარი პოზიცია, ამომრჩეველთა 56.11%-მა, ანუ მილიონ 970 ათას 540 ადამიანმა გამოხატა. კონკრეტულად აჭარაში, უბნების დახურვის შემდეგ, არჩევანი 186 ათას 216 მოქალაქეს ჰქონდა გაკეთებული, რაც საერთო რაოდენობის 59.1%-ს შეადგენდა.
თუ კი მონაცემებს საარჩევნო ოლქების მიხედვით განვიხილავთ, სტატისტიკა შემდეგნაირია: 31 ოქტომბერს, ბათუმის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, დღის ბოლოს აღმოჩნდა, რომ არჩევანი, ამომრჩეველთა 55,14%-მა დააფიქსირა, მაღალმთიან აჭარაში კი, საარჩევნო ურნებთან მოსახლეობის 63,85%-ი მივიდა. ეს, რიცხობრივად 61 ათას 784 ამომრჩეველს ნიშნავს.
რადიკალურად დაბალი იყო ციფრები და პროცენტები არჩევნების მეორე ტურში. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოსახლეობის აქტივობამ, დღის ბოლოს, მხოლოდ 30,27%- შეადგინა, რაც ჯამში 73 ათას 833 მოქალაქეს ნიშნავს.
რამ განაპირობა ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა? „ქართული ოცნების“ მაჟორიტარიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლესს საბჭოში, ძირითად ფაქტორად პანდემიასა და უამინდობას ასახელებს. ტიტე აროშიძის თქმით, მნიშვნელოვანი როლი ოპოზიციის ბოიკოტმაც შეასრულა.
მმართველ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ მოქალაქეთა დაბალი აქტივობა მეორე ტურს ყოველთვის ახასიათებს.
საერთო ჯამში, 2020 წლის საპარლამნეტო არჩევნების ორივე ტურში, ქვეყნის მასშტაბით, 2 მილიონ 140 ათას 210 ამომრეველი იყო რეგისტრირებული.