26, ნოემბერი 2020 14:44:00
საკოორდიანციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ღია და დახურული ბაზრობები არ იმუშავებენ. საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.