30, ნოემბერი 2020 09:50:00
ბათუმში, ფიტნეს ცენტრ „რეფორმერში" თანამშრომლები კვლავ რჩებიან და შენობის დატოვებას არ აპირებენ. სამართალდამცავებმა სავარჯიშო მოწყობილობები დალუქეს.
„სავარჯიშო ცენტრი დაიხურა, თუმცა ვრჩებით აქ, იქამდე, ვიდრე ნორმალურ რეგულაციებს არ მიიღებენ. როცა კორონავირუსით 30 ადამიანი ინფიცირდებოდა და მკაცრი რეგულაციები მიიღეს, დღეს 3000-ზე მეტი ადამიანი არის დაინფიცირებული და მთავრობის ეს გადაწყვეტილება უკვე არაფერ შედეგს არ მოიტანს. ლოგიკიური შედეგი რომ მოყვეს, მაშინ დავემორჩილებით. განმარტებებს ველოდებით, მანამდე შენობის დატოვებას არ ვაპირებთ. მარტო ვირუსთან არ გვიწევს ბრძოლა, ამ შეზღუდვების გამო უმუშევრად ვრჩებით. ჩვენ შემოსავალი გვჭირდება.
აქ ვიმყოფებით ფიტნეს ცენტრის 18 თანამშრომელი და ასევე ზურაბ ჯაფარიძე. მთელი ღამე აქ გავატარეთ, ველოდებით განმარტებას, რატომ უნდა დაიხუროს ფიტნეს ცენტრი. ახლა ველოდებით ადეკვატურ პასუხს რას გვიპირებ, არ ვაპირებთ დამორჩილებს",- აცხადებენ ადმინისტრაციის თანამშრომლები.
ბათუმში ფიტნეს ცენტრი „რეფორმერი" მთავრობის გადაწყვეტილებისთვის დაუმორჩილებლობის გამო, 10 000 ლარით დააჯარიმეს. თუმცა, ადმინისტრაციამ საქმიანობა არ შეწყვიტა. 29 ნოემბერს “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა. მისი განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "რეფორმერი ფიტნესი" საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.