30, ნოემბერი 2020 17:26:00
ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში კარლ ჰარცელის და კელი დეგნანის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრა დასრულდა. რეზიდენცია გრიგოლ ვაშაძემ და კობა ნაყოფიამ უკვე დატოვეს. აშშ-ის ელჩმა რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვა. ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი კობა ნაყოფიამ გააკეთა. მისი თქმით, ისინი რეზიდენციაში კონსულტაციებისთვის მივიდნენ. ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები გასულ კვირებშიც იმართებოდა.