30, ნოემბერი 2020 17:49:00
ქედაში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება. სოფელ ძენწმანში მშრალი ხილის საწარმოს მშენებლობას დონორი ორგანიზაციები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უჭერს მხარს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საწარმო 100 000 ლარით დაფინანსდა. იგეგმება 50-ზე მეტი ადგილობრივის დასაქმება. ასევე, მიმდინარეობს ხილის გადამამუშავებილი საწარმო ,,დოლოგანის’’ მშენებლობა. პროექტი ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით და ქედა ‘’ლიდერი"-ს ფარგლებში ხორციელდება.