01, დეკემბერი 2020 17:50:00
აჭარის მთავრობის სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში არსებული ეპიდვითარება შეაფასა. თქვა, რომ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის მეტად გაძლიერება და რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, კოვიდკლინიკებისთვის დამატებით დიალეზის აპარატების და შესაბამისი ჟანგბადის დანადგარების შესაძენად. რიჟვაძის განცხადებით, აპარატები მიმდინარე თვეში დამონტაჟდება. მან ჯანდაცვის და ეკონომიკის მინისტრებს, მედპერსონალის წასახალსიებლად, ხელფასზე დანამატების გაცემისკენ მოუწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი 7 ათასი ოჯახი, სასურსათო კალათასთან ერთად, უფასოდ, მედიკამენტებსაც მიიღებს.