01, დეკემბერი 2020 17:55:00
2021 წლიდან პენსიის ოდენობა გაიზრდება. მომდევნო წლის ბიუჟეტის პროექტში, საამისოდ თანხები გათვალისწინებულია. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს ავრცელებს. საპენსიო ფონდი, პროექტის მიხედვით 370 მილიონით იზრდება და ჯამში 2 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით იზრდება და თვეში 240 ლარი იქნება, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი 25 25 ლარით და განისაზღვრება 275 ლარით.