02, დეკემბერი 2020 16:56:00
ისევ ხმაური, დაპირისპირება, და დაკავება. აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტოს აქცია არ წყდება. მომიტინგეებმა შენობასტან დღესაც ბუშტები მიიტანეს რომლის ჰაერში გაშვების უფლება სამართალდამცველებმა ისევ არ მისცეს. აქციის მსვლელობისას დააკავეს ნაციონალური მოძრაობის 2 წევრი. უფრო მეტი ნახეთ სალომე უსტალიშვილის რეპორტაჟში.
„ნუ გეშინია ბუშტების“, „დაგველაპარაკე“, „მშიშარა“ - მსგავსი შინაარსის შეძახილები აჭარის მთავრობის სახლთან, რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა. აქციის მონაწილებმა, ადმინისტრაციულ შენობასთან ჰელიუმის ბუშტები მიიტანეს, თუმცა ჰაერში გაშვების საშუალება სამართალდამცველებმა მათ არც დღეს მისცეს.
დაპირისიპირება სამართადამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მაშინ დაიწყო, როცა „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი, ჰელიუმის ბუშტებით ხელში, მთავრობის სახლის წინ მდებარე განათების ბოძზე ავიდა და თოკის გაბმას ცდილობდა. პოლიციამ საპროტესტო აქციაზე მიტანილი ბუშტები გახეთქა და რეზო ხარაზი დააკავა.
აჭარის მთავრობის სახლთან, ადგილი ჰქონდა კიდევ რამდენიმე ინცინდენტს. ხარაზის დაკავებიდან რამდენიმე წუთში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ჩხვირკვიაც დააკავეს. იგი ამავე აქციაზე ორი დღის წინაც აიყვანეს და გუშინ, 500 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს.
აჭარის სამმართველოს უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი განმარტავს, რომ დაპირისპირების მიზეზი კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა გახდა.
გარდა შეძახილებისა და საყვირებისა, „იმოქმედეს“ წევრებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ, ბანერი მიიტანეს, სადაც თორნიკე რიჟვაძეა გამოსახული. ფოტოზე, თავმჯდომარე ჰელიუმის ბუშტებს ხეთქავს.
2020 წლის საპარლამენტო არჩვენების შედეგებს ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა საპროტესტო აქციებს უწყვეტ რეჟიმში, უკვე ერთი თვეა მართავს.