02, დეკემბერი 2020 17:10:00
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდრეგულაციების დარღვევის ათას 028 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, 83 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან კომნედანტის საათის დამრღვევი პირები. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე ბოლო დღე-ღამეში დაჯარიმებულია 945 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.