03, დეკემბერი 2020 16:51:00
სამართალდამცველებმა, დღეს, ბათუმში, ყაჩაღობის ბრალდებით, ერთი პირი დააკვეს. წარსულში ნასამართლევი მოქალაქე, პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ყაჩაღობისას გამოყენებული დანა და გატაცებული თანხა. შემთხვევა, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქზე მოხდა. დაკავებულმა, ფარმაცევტს დანის მუქარით 340 ლარი გასტაცა და ადგილიდან ავტომობილით მიიმალა. ბრალდებული, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.