03, დეკემბერი 2020 16:56:00
ირაკლი ჩხვირკიას, 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცველების მითითებაზე დაუმორჩილებლობა წაუყენეს. ირაკლი ჩხვირკვია 3 დღის წინაც დააკავეს. მას სასამართლომ მხოლოდ 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჩხვირკვიასთან ერთად, გუშინ პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რეზო ხარაზიც დააკავა. იგი გუშინ ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.